თუშეთში, სადაც სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა, თბილისიდან სამაშველო და სასწრაფო დახმარების დამატებითი ჯგუფები მიდიან

თუშეთის გზაზე, 23-ე კილომეტრზე, სადაც სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა, თბილისიდან სამაშველო და სასწრაფო დახმარების დამატებითი ჯგუფები მიდიან. როგორც “კვირას” შს სამინისტროდან აცნობეს, ავტოსაგაზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგაზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა. შემთხვევას შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც “კვირას” რეგიონალური სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და ხევში ჩავარდნილი მგზავრების ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ხევში 7 ადამიანია ჩავარდნილი.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქამდე უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები