გოცირიძე ხელისფლებაში “ნაცმოძრაობის” ყოფნის პერიოდს აკრიტიკებს: ხალვაშის მონოპოლია ბაზარზე იმდროინდელი ხელისუფლების მანკიერმა პრაქტიკამ შექმნა
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის თქმით, როცა თავისი პარტია იყო ხელისუფლებაში, ქიბარ ხალვაშს ქართულ ბაზარზე მონოპოლია ჰქონდა აღებული, რაც, მისი განმარტებით, სწორედ ენმ-ის დროინდელმა ბევრნა ცუდმა პრაქტიკამ შექმნა.
“იმ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ჰქონდა ძალიან ცუდი და მანკიერი მხარეები, რომ საქართველოში საპარს ქაფს „ჯილეტს“ ვერავინ შემოიტანდა ქიბარ ხალვაშის გარეშე, ის იყო ფაქტობრივად მონოპოლისტი, რომელიც, სამწუხაროდ, იმ ხელისუფლებისდროინდელმა ძალიან ბევრმა ცუდმა პრაქტიკამ შექმნა”, – თქვა გოცირიძემ.
ამასთან, გოცირიძის განცხადებით, ქიბარ ხალვაშმა საკუთარი სიკეთისა და ბაზარზე მონოპოლიის მიღწევის მიზნით, ჩაიდინა თუნდაც ის, რასაც„რუსთავი 2-ის“ წილების გადაფორმების საქმე ჰქვია.
„ქიბარ ხალვაში ამ პროცესში არის მთავარი გმირი და ეს უნდა ითქვას, რომ ქიბარ ხალვაში საკუთარი ანგარებითა და მიზნებით მოქმედებდა და არ არის ჭანჭიკი“, – განაცხადა გოცირიძემ პარლამენტში „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებთან – ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალთან შეხვედრაზე.