დავით დვალი: პრინციპულია, რომ “რუსთავი 2“ დამოუკიდებელ და კრიტიკულ ტელევიზიად დარჩეს

“პრინციპულია, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2“ დამოუკიდებელ და კრიტიკულ ტელევიზიად დარჩეს. თუ ამის გარანტია არ იქნება, მე წინადადებას ვერ მივიღებ”, – ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, “რუსთავი 2 -ის” დირექტორად პაატა სალიას დანიშვნა დვალმა ხალვაშის მხრიდან პირობის დარღვევად ხომ არ აღიქვა.
“მე მგონი, ყველას კარგად გახსოვთ, ხმამაღლა და საქვეყნოდ იყო გაცხადებული, დაპირება რაში მდგომარეობდა. შევხვდებით ხალვაშს და ჩემს მოსაზრებას მხოლოდ ამის შემდეგ მოგახსენებთ. მე მაქვს რაღაც “წითელი ხაზი”, რომლის იქეთაც შეთავაზება ვერ იქნება მიღებული. პრინციპულია, რომ “რუსთავი 2“ დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელევიზია დარჩეს. თუ ამის გარანტია არ იქნება, მე წინადადებას ვერ მივიღებ. ამ ეტაპზე ხიფათებს ვხედავ, თუმცა საუბრის შემდეგ უფრო ზუსტად შემეძლება გითხრათ, ეს ხიფათი რა არის”, – განაცხადა დავით დვალმა.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე პარლამენტში “რუსთავი2-ის” დამფუძნებლებსა და მათ იურისტს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები