დავით დვალი: ოქრუაშვილმა ბევრი აბსურდი თქვა „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით, მისი დაკავება ამის შედეგია
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასა და “რუსთავი2-ს” შორის კავშირს ხედავს.
მისივე განმარტებით, ოქრუაშვილმა ბევრი აბსურდი თქვა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სწორედ ამ აქტივობის შედეგია მისი დაკავება.
„ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით უამრავი აბსურდი თქვა, პირდაპირ რომ დავარქვათ – აბსოლუტური სისულელეები, „რუსთავი 2-ის“ საკითხსა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას შორის კავშირს ვხედავ. ამ აქტივობის შედეგია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია“, – განაცხადა დავით დვალმა.
ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ოთხი პირი.