“როდესაც სამოქალაქო სექტორის რამდენიმე წარმომადგენლის მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველად არის მოხსენიებული – ბოლომდე წაკითხვის სურვილი დავკარგე”
“როდესაც სამოქალაქო სექტორის რამდენიმე წარმომადგენლის მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველად არის მოხსენიებული – ბოლომდე წაკითხვის სურვილი დავკარგე”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სამოქალაქო სექტორის 20-მდე წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ მიმართვას.
“ვის მიუკერძოებლობაზე უნდა აწარმოონ ამათმა კონტროლი ან რომელი სტანდარტი უნდა დაიცვან, ცილისწამების?”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
დღეს სამოქალაქო სექტორის 20-მდე წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებს “რუსთავი 2-ის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა, სადაც ტექსტში პარტია ” ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი” არაფორმალურ მმართველად” არის მოხსენიებული.