ტალერის მოსახლეობათან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში შაკა ნაჭყებია, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ლაშხია და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
შეხვედრის მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე გაესაუბრა.
შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ–ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ–ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის ფარგლებში გაიმართა.