ზესტაფონის მერის ინიციატივით, სოციალური სამსახური მოქალაქეებს შესვენების დროსაც მოემსახურება

ზესტაფონის მერის, გიორგი გოგლიჩიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახური მოქალაქეებს შესვენების დროის გარეშე, 9:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურება.
მუნიციპალიტეტის მერიაში მისულ მოქალაქეებს  შესაძლებლობა ექნებათ, სოციალურ სამსახურს შესვენების დროსაც მიმართონ. როგორც გიორგი გოგლიჩიძე ამბობს, ეს გარკვეული შეღავათი იქნება მათთვის, დილიდან-საღამომდე ლოდინის გარეშე ისარგებლონ სოციალური სამსახურის მომსახურეობით.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მოქალაქეებს ყველა საჭირო სერვისი შევუქმნათ  კომფორტულ და ხელმისაწვდომ გარემოში, შეზღუდვების გარეშე შეძლონ მერიის სხვადასხვა სამსახურთან ურთიერთობა. ეს სიახლე ვფიქრობ, გაუმარტივებს მათ მომსახურეობის პირობებს და აღარ მოუწევთ ლოდინი შესვენების საათებში. სოციალური მიმართულებით, სამომავლოდ სხვა სიახლეებსაც ვგეგმავთ, რომლის შესახებ ძალიან მალე გახდება ცნობილი“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები