მარტვილში პროექტი – „I see you – გაიცანი მარტვილის მუნიციპალიტეტი“ განხორციელდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში პროექტი „I see you – გაიცანი მარტვილის მუნიციპალიტეტი“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საზაფხულო ახალგაზრდული ინოვაციური ბანაკი მოეწყო. პროექტმა სხვადასხვა რეგიონის 300–მდე ახალგაზრდა მოიცვა.
პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში, მოაწყვეს პოეზიის საღამოები და ჩაერთვნენ ინტელექტუალურ თამაშებში.
პროექტის მონაწილე ახალგაზრდები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ მოინახულა და მათ ადგილზე გაესაუბრა.
პროექტის მიზანია მარტვილის მუნიციპალიტეტის გაცნობა და პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა.