აბედათში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე გრიგალავამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განხორციელებული პროექტების დეპარტამენტის უფროს ირაკლი თოფურიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ირაკლი ჯიქიასთან და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორიასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბედათის ადმინისტრაციული ერთეულში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
„პროექტის ფარგლებში დაიგება 4 537 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა გრუნტის კიუვეტები, წყალმიმღები ცხაური, გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები მიერთებებზე და ეზოში შესასვლელებში. გზის ამ მონაკვეთზე ასფალტობეტნის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა. პროექტის ღირებულება 1 190 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს სს „არქეოპოლისი“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია და 2020 წლის მარტის თვეში დასრულდება“, – აცხადებენ მარტვილის მერიაში.
აბედათის საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.