ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა

ხულოს მერიაში  მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ ბერიძის ხელმძღვანელობით მერის წარმომადგენლებსა და სოფლის სპეციალისტებთან გაფართოებული თათბირი ჩატარდა. თათბირს მერის პირველი მოადგილე, ნადიმ ვასაძე და აპარატის უფროსი, ალბერტ ბოლქვაძე ესწრებოდნენ.
„შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს. მერმა წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში და საზაფხულო იალაღებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ვახტანგ ბერიძემ მერის წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს მეტი გააქტიურებისკენ მოუწოდა და სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მკაცრი კონტროლი დაავალა“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები