მეტეხის ტაძრის ეზოში ერთი ტურისტი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

თბილისში, უბედური შემთხვევა მოხდა, რა დროსაც მეტეხის ტაძრის ეზოდან სამი ტურისტი გადავარდა, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
მომხდარი „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად კონსტრუქცია ჩამოშალა, რა დროსაც უცხოელი ტურისტები ჩამოვარდნენ.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს.
როგორც კვირას შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116(სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 124 (ჯანმრთელობის ნაკლებადმძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები