თბილისში მიკროავტობუსის მძღოლი სასიკვდილოდ დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია
თბილისში მიკროავტობუსის მძღოლი სასიკვდილოდ დაჭრეს. სამართალდამცველებმა მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს და ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ “კვირას” შსს-ში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევა ისანში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა უწყების განმარტებით, მუხლი გადაკვალიფიცირდება.