ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ქარის გამო, ხეები წაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

შეფერხებებია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, რომლის აღმოსაფხვრელადაც კომპანია „ენერგოპრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები უკვე მუშაობენ.

ამასთან, ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა პრობლემები წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც შექმნა. მოგლეჯილი იყო ხეები, ჩაიხერგა წალენჯიხა-ოჭანე-ჯვარისა და ლია-წალენჯიხის საგზაო მონაკვეთები. დაზიანდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ადმინისტრაციული შენობის სახურავები. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, მოძრაობა უკვე აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები