ვახტანგ ბერიძემ დიდაჭარის, ღორჯომის, აგარისა და საციხურის თემებში შეხვედრები გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ ბერიძის ინიციატივით, მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრები გრძელდება.
დღეს ვახტანგ ბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – თამაზ აბაშიძე დიდაჭარის, ღორჯომის, აგარისა და საციხურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. ხელმძღვანელმა პირებმა  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლებსა და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, შეხვედრები დიდაჭარის, ირემაძეების, ღორჯომის, ტუნაძეების, მეკეიძეების, აგარისა და საციხურის მოსახლეობასთან გამართეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან სოფლებში არსებულ პრობლემებზე და მათი ერთობლივად გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ბერიძის ინიციატივით მსგავსი ტიპის შეხვედრებისათვის კვირაში ერთი დღე გამოიყო. შეხვედრები ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით ყველა სოფლის მოსახლეობასთან გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები