თბილისში, მეტეხის ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ასაკის ქალი დაშავდა
თბილისში, მეტეხის ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ასაკის ქალი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ფეხითმოსიარულეს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღნიშნული ფაქტი გუშინ საღამოს მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.