დოლიძის ქუჩაზე 11 წლის მოზარდი სახლის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
დოლიძის ქუჩაზე 11 წლის მოზარდი სახლის სახურავიდან გადმოვარდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლის სახურავზე თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი გადმოვარდა.
როგორც ,,კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.