თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლამდე ასაკის მოზარდი დაიხრჩო.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
„კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი თბილისის 180-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ტრაგედიამდე, იგი თბილისის ზღვაზე თანაკლასელებთან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები