ავარიას გორში მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულებიც, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში ავარია მოხდა. ერთმანეთს „მინივენი“ და „ბეემვეს“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი და დაშავდა 5 ადამიანი, რომელთა შორისაც ერთი არასრულწლოვანია.
ადგილზე მობილიზებულია 3 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, საპატრულო პოლიცია და სახანძრო მანქანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე მაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

აღნიშნული ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები