მარნეულის მერია “გადაჭრილი გორის” კეთილმოწყობის სამუშაოებს იწყებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ნეოლითური პერიოდის ადრესამიწათმოქმედო ნამოსახლარის – „გადაჭრილი გორის“ დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარე წლიდან, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში  მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ასევე, კულტურის სამინისტროდან და ეროვნული მუზეუმიდან მოწვეული სპეციალისტები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ, ვინაიდან არქეოლოგიური ძეგლს მინიჭებული აქვს უძრავი ძეგლის სტატუსი, სამუშაოების უკეთ წარმართვისთვის, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და საკონკურსო კომისიის დაკომპლექტებისთვის, თვითმმართველობამ მიზანწეშონილად მიიჩნია  რეკომენდაციებისა და კონსულტაციების მისაღებად შესაბამისი სფეროს სპეციალისტების ჩართვა.
შეხვედრაზე  არქეოლოგიურ ძეგლზე შესაბამისი არქიტექტურული კონცეფციის შემუშავებისა და საჭირო ღონისძიებების გეგმები და მომავალში განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები