ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის საკითხზე: არსებობს ყველა რესურსი იმისთვის, რომ აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს ეს საკითხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს ყველა რესურსი იმისთვის, რომ აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებული საკითხი.
მისი თქმით, მთავარია, რომ საკითხის მშვიდად გააზრება და მოლაპარაკებების რეჟიმში გადაწყვეტა მოხდეს.
„ჩვენ საქმე გვაქვს მეგობარ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან და არსებობს ყველა რესურსი იმისთვის, რომ აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს ეს საკითხი. სასურველია, რომ დაველოდოთ ოფიციალურ ფორმატს და ამის შემდეგ შეიძლება სხვა ტიპის ზომებზე ვიმსჯელოთ”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისივე განმარტებით, დღეს დავით გარეჯის ტერიტორიაზე ​სამართალდამცველების მობილიზება საჭირო გახდა იმისთვის, რომ დაცული იყოს წესრიგი და რაიმე ტიპის პროვოკაცია არ მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯში მშვიდობიანი მსვლელობა იმართება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები