მელიტოპოლში აფეთქების შედეგად ხუთი კადიროველი მოკლეს — უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ცნობით, მელიტოპოლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, დაღუპულია რუსულ დანაყოფ „Ахмат“-თან დაკავშირებული ხუთი კადიროველი მებრძოლი.

დაზვერვის ცნობით, ოპერაცია უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებსა და ადგილობრივი წინააღმდეგობის მოძრაობას შორის კოორდინირებული მოქმედებით ჩატარდა.

მიკროავტობუსი, რომელშიც „Ахмат“-ის მებრძოლები იმყოფებოდნენ, ოკუპირებული მელიტოპოლის გარეუბანში აფეთქდა. ეს იყო საბრძოლო მისიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის დანაყოფების მობილური გადაადგილების შეზღუდვასა და დივერსიულ-დაზვერვითი საქმიანობის პარალიზებას რეგიონში.

„აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ხუთივე მებრძოლი, რომლებიც მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ“, — ნათქვამია ГУР-ის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები