თეიმურაზ კუპატაძე: ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობასა და აქციას
“ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობასა და აქციას”, – ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ დავით გარეჯში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სასაზღვრო პოლიცია დაიცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას და ორგანიზებულად აიყვანენ მათ სალოცავებში.
“ჩიჩხიტურის კოშკთან ბილიკი გახსნილია და მოქალაქეებს ექნებათ ასვლის საშუალება. უბრალოდ, რელიეფი არის ძალიან რთული და მოქალაქეებს ეტაპობრივად ავიყვანთ“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
შეგახსენებთ, დავით გარეჯში სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების აქცია – „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” იმართება.