საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვის გადმოვარდნის კიდევ ერთი შემთხვევა – საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა
თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 4 წლის გოგონა გადავარდა, საბედნიეროდ, ის გადარჩა.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
როგორც თბილისის სასწრდაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ,,კვირას’’ უთხრეს, ბავშვი გურამიშვილის სახელობის ბავშვთა მესამე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დღესვე, თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა. დიდი დიღმის დასახლებაში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან 3 წლის ბიჭი გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.