„2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი: რეტრო-ბონუსი არ არის ფასდაკლების წყარო, ეს ჩვენი არჩევანი და მოგონილი ინსტრუმენტი არ არის – ეს იმ კომპანიის სურვილია, რომ ასაღები ფასი ასე გაიყოს, ჩვენ  არანაირი ინტერესი არ გვაქვს რეტრო-ბონუსის აღრიცხვიანობა ვაწარმოოთ

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ  „2 ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ მელიქაძემ,  რეტრო-ბონუსის ინსტრუმენტთან  დაკავშირებით ისაუბრა.

მისი განცხადებით, რეტრო-ბონუსი ფასდაკლების წყაროს არ წარმოადგენს  და კომპანია „ლიდერ ფუდთან“ დაკავშირებული შემთხვევა მოიყვანა აღნიშნულის მაგალითად, რომ ეს „2 ნაბიჯის“ მოგონილი ინსტრუმენტი არ არის.

„რეტრო-ბონუსი არ არის ფასდაკლების წყარო, „ლიდერ ფუდის“ კონკრეტული პროდუქტი ჩვენს ქსელში „საინვოისო“  ფასად შემოვიდა – 10 ლარად, ერთეულის ღირებულება. ჩვენ გავყიდეთ ის 8 ლარად და 42 თეთრად, ანუ წავაგეთ 1,58 ლარი. მაგრამ მთელი წელი წაგებაზე არ ვიქნებოდით ხომ? სინამდვილეში ეს მხოლოდ „საინვოისო“ ფასი იყო, რეტრო-ბონუსი ამ შემთხვევაში წარმოადგენდა  2 ლარს და 10 თეთრს, ანუ ჩვენთვის ფაქტობრივად ასაღები ფასი იყო 7,90 ლარი, ანუ ჩვენ ამ კონკრეტულ პროდუქტში მოვიგეთ 0.52 თეთრ, რაც  6.5 % ფასნამატია. რეალურად, ჩვენ კომპანიას მოველაპარაკეთ არა „საინვოისო“  ფასზე, არამედ იმ ფასზე, რაც ასაღები ფასია,  ეს იმ კომპანიის სურვილია, რომ ეს ასაღები ფასი ასე გაიყოს, ჩვენ საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს რეტრო-ბონუსის აღრიცხვიანობა ვაწარმოოთ „საინვოისო“ ფასი რომ დამთხვეოდა იმ ფასს, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ რეტრო-ბონუსი იქნებოდა ნული, ეს ჩვენი არჩევანი და მოგონილი ინსტრუმენტი არ არის“,- განაცხადა  არჩილ მელიქაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები