გივი მოდებაძე: სოფელ მეჩხეთურში წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება

ჭიათურის მერობის  “ქართული ოცნების” კანდიდატი გივი მოდებაძე სოფელ ქბილარის, მეჩხეთურის, მანდაეთის, ტყემლოვანას, ჩხირაულისა და წყალშავის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეიბას საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება საკუთარ დანაპირებს ასრულებს და სოფელ მეჩხეთურში წელს ახალი თანამედროვე ტიპის სკოლა იქნება. ამ დრომდე, სოფელში სკოლა არ არსებობდა და ახალი სკოლის აშენება ხელს შეუწყობს ადგილზე  ახალგაზრდების დაკავებას. ამავდროულად, მიმდინარე წელს დასრულდება მანდაეთი-ტყემლოვანას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა. ამ სიკეთეების პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ჩემი სურვილია თქვენი , მოსახლეობის ჩართულობით ვმართო ჭიათურის მუნიციპალიტეტი და მჯერა ჭიათურელთა მხარდაჭერით ამას შევძლებ” – განაცხადა გივი მოდებაძემ.
მერობის მმართველი გუნდის კანდიდატის შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები