მდინარე სტორმა თუშეთისკენ მიმავალი გზის 150-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო – ნიაღვარმა ფრინველები და წვრილფეხა საქონელი წაიღო

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე სტორმა თელავიდან თუშეთისკენ მიმავალი გზის 150-მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად წაიღო.
უხვმა ნალექმა მდინარის კალაპოტი გაარღვია და წყალი სოფელ ლეჩურთან ახლოს მიედინება. წყლის ნიაღვარმა მოსახლეობას შინაური ფრინველები და წვრილფეხა საქონელი მოსტაცა. დაზიანებულია შიდა საუბნო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც ქვა-ღორღისა და ხეებისგან საუბნო გზებს წმენდს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები