მალხაზ მაჩალიკაშვილი: მაჩხაანში რა მინდა, თუ მაგის სურვილი მაქვს, გოგაშვილი თბილისში ცხოვრობს

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა. მისი თქმით, მან არც კი იცის, სად არის უწყების ხელმძღვანლის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამა დაკრძალული.
​მაჩალიკაშვილმა გავრცელებულ მასალას “ფაბრიკაცია” უწოდა.
„აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის. ეგ ერთი და მეორე, მე რაც აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებში დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვიძახი, თორემ იქ, მაჩხაანში რა მინდა. თუ მაგის სურვილი მქონდა და თუ მაგის სურვილი მაქვს, გოგაშვილი თბილისში ცხოვრობს… საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი. დასაკავებელი არაფერი ჩამიდენია. წელიწად-ნახევარია, მე ქუჩაში ვარ”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
​ცნობისათვის, დღეს სუს-მა აუდიომასალა გაავრცელა, სადაც ისმის, თუ როგორ გეგმავდა მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმიშვილთან, მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილთან ერთად სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის “განადგურებას” მისი მამის საფლავზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები