თამარ მახარობლიძე: სამართლებრივად, ლევან მურუსიძეს ვერაფერში შევედავებით

“ეს არის პოლიტიკური დევნა ლევან მურუსიძის მიმართ. “გირგვლიანის საქმის” პერსონიფიცირება მოხდა მხოლოდ ლევან მურუსიძესა და ერთ ინსტანციაზე, რაც არასწორია”, – ამის შესახებ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძემ განაცხადა.
შეხვედრის ფარგლებში მოსამართლეები და იურისტები სასამართლოს საქმიანობის შეფასების სტანდარტებს განიხილავდნენ. თამარ მახარობლიძის თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ლევან მურუსიძეს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა მრგვალი მაგიდა – “სამართლებრივი დიალოგი მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტების შესახებ”. ამ ფორმატში განხილული იყო ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული- სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე, რაც უკავშირდება ლევან მურუსიძეს, რომელიც იყო უზენაეს სასამართლოში ამ საქმის განმხილველი მოსამართლე.
„მრგვალი მაგიდის ფარგლებში მოხდა ყველა იმ სადავო საკითხის მიმართ სამართლებრივი მსჯელობა, რომელიც ამ საქმეში არსებობს, რის საფუძველზეც ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და სამართლებრივად ლევან მურუსიძეს ვერაფერში შევედავებით”, – განაცხადა თამარ მახარობლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები