ადვოკატი: ნინო ნიჟარაძე პარტნიორებს 28 მილიონს ედავება, აქედან მილიონ-ნახევარს თავისთვის, ხოლო დანარჩენს – არხის სასარგებლოდ

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი მეწილე, ნინო ნიჟარაძე არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ტელეკომპანიის მფლობელებს, ძმებ ყარამანაშვილებს პასუხობს.
როგორც მისმა უფლებადამცველმა, გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა, არხის 9%-იანი წილის მფლობელი, დაახლოებით, 28 მილიონ ლარს ითხოვს, აქედან მილიონ-ნახევარს თავის სასარგებლოდ, ხოლო დარჩენილ თანხას – ტელეკომპანიის სასარგებლოდ.
​მისივე განმარტებით, ნინო ნიჟარაძე ამ თანხას იმისთვის ითხოვს, რომ პარტნიორებმა მას თავისი წილის გაყიდვის უფლება არ მისცეს.
“სარჩელი არის მიმართული “რუსთავი 2-ის” დირექტორისა და მისი მაჟორიტარის, ანუ დიდი წილის მქონე პარტნიორების წინააღმდეგ. სარჩელში მოთხოვნილია იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მენეჯმენტის მხრიდან მიადგა ნინო ნიჟარაძესა და ტელეკომპანიას. ნიჟარაძეს ჰყავდა მყიდველი, რომელიც წილს ყიდულობდა მილიონ ხუთასი ათას ლარად, ამავდროულად, შესთავაზეს, ეს წილი შეესყიდათ ტელევიზიის პარტნიორებს. თუმცა ნიჟარაძეს არ მისცეს წილის გასხვისების უფლება და არც მათ შეისყიდეს.
​ნინო ნიჟარაძე პარტნიორებს ედავება 28 მილიონს, აქედან მილიონ-ნახევარს ედავება სასარგებლოდ იმ მიზეზით, რომ მას არ გააყიდინეს თავისი წილი, ხოლო დანარჩენს დაკისრების შემთხვევაში გადაუხდიან “რუსთავი 2-ს”, – აცხადებს ნინო ნიჟარაძის ადვოკატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები