ბიძინა ივანიშვილი: „ქართუ ფონდი“ მიიღებს დაფინანსებაში მონაწილეობას და კინოწარმოება უნდა აღორძინდეს

„ქართუ ფონდი“ მიიღებს დაფინანსებაში მონაწილეობას და კინოწარმოება უნდა აღორძინდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საზოგადოებას ჩვენი ისტორია უნდა ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები.
მისივე თქმით, „მდარე სერიალებით” შესაძლოა საზოგადოება დავკარგოთ.
„მე ყოველთვის ვამაყობდი ჩვენი უწყვეტი კულტურით, ჩვენი იდენტობით, გვაქვს ბევრი საამაყო ფურცლები ისტორიაში და ამ მდარე სერიალებით მივდივართ იქითკენ, რომ შესაძლოა საზოგადოება დავკარგოთ. შესაბამისად მობილიზებას ვაკეთებთ მაქსიმალურს, „ქართუ ფონდი“ მიიღებს დაფინანსებაში მონაწილეობას და უნდა აღორძინდეს კინოწარმოება, მათ შორის სერიალები. ჩვენ ჩვენი ისტორია უნდა ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები