ბიძინა ივანიშვილი: რეალობა არ არის ისეთი მძიმე, როგორიც არის განცდა

“პრემიერი ძალიან ცდილობს, საზოგადოებასთან ურთიერთობას და საზოგადოება მქონდა ყველაზე მეტად მხედველობაში, როდესაც ვაცხადებდი, რომ ჩვენ მათთან თითქოს ხიდი ჩაგვიტყდა, ​- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში “პირისპირ” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა ხელისუფლებას ოპონენტად “ნაციონალური მოძრაობა” ჰყავს, საზოგადოების განწყობა არის ძალიან მძიმე.
“ვფიქრობ, რომ მთავრობა სწორად და კარგი შერჩეულია, ეფექტურია. პრემიერი ძალიან ცდილობს, საზოგადოებასთან ურთიერთობას და საზოგადოება მქონდა ყველაზე მეტად მხედველობაში, როდესაც ვაცხადებდი, რომ ჩვენ მათთან თითქოს ხიდი ჩაგვიტყდა და ამას აქვს ობიექტური მიზეზები და ობიექტურ მიზეზებზეც გავჩერდეთ: მეშვიდე წელი მიდის “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის, გაჭირვებული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, შეღავათი ნახა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სოციალური დახმარებებით, სამუშაო ადგილებიც მეტი გაჩნდა და ა. შ.. მაგრამ იმ ფონზე კიდევ, რომ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ და ევროპაში გადიან და რიგი დგას განვითარებულ ქვეყნებში ქართველების მოქალაქეობაზე, ჩვენი მცდელობის და მიღწევების შეფასება მათ უჭირთ. დიდი შეღავათები მიიღო მოსახლეობის ყველა ფენამ, ჯანდაცვიდან თუ სხვა პროგრამებიდან გამომდინარე. კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი და მალე ივიწყებს და უნდა იყოს უკეთესობა და ტენდენცია, აქეთ არის, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც გვყავს ესეთი ოპონენტი როგორც “ნაციონალური მოძრაობაა”, როდესაც სიცრუეს აფრქვევს მუდამ, საზოგადოების განწყობა არის ძალიან მძიმე. მე საჯაროდაც ვიტყოდი ამას, გუნდში რამდენჯერმე მქონდა ამაზე საუბარი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოება დავაბრუნოთ რეალობაში. რეალობა არ არის ისეთი მძიმე,როგორიც არის განცდა და აღქმა მისი”, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები