რუსთავში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა – მათ შორის ორი არასრულწლოვანია
რუსთავში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორი მცირეწლოვანია.
სამი დაშავებული კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” კლინიკაში განუცხადეს, სამი დაშავებულიდან ერთ-ერთ 10 წლის ბიჭია. კიდევ ორი პაციენტი კი 21 და 33 წლის მამაკაცები.
რაც შეეხება მეოთხე დაშავებულს – 8 წლის ბიჭს, ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ირკვევა მას ხელის მტევანი დაუზიანდა. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა.
დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.