პრემიერი: ექსცესებმა და პროვოკაციებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია

ისევე, როგორც სხვა წინა არჩევნების დროს, ჩვენ მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები და ბუნებრივია, ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, საარჩევნო პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
​მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებმა კონკურენტულ და მშვიდობიან გარემოში ჩაიარა, რაც პრემიერის შეფასებით, ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა.
“დღეს მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ „ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია და მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსცესებს და პროვოკაციებს, ამ ექსცესებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის.
​საერთო ჯამში, ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები