მამუკა ბახტაძე: საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყანაში შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო პროცესები მიმოიხილა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა.
ასევე, მან არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს მადლობა გადაუხადა.
„სალომე ზურაბიშვილმა, თითქმის, 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მას უკვე მიულოცეს პრეზიდენტად არჩევა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერებმაც. არჩევნებზე დაფიქსირდა მაღალი აქტივობა. კიდევ ერთხელ მადლობა, თითოეულ ამომრჩეველს გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. მადლობა, ცესკოს ყველა თანამშრომელს საარჩევნო პროცესის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს, ბევრ მათგანს პირადად ვთხოვე გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და როგორც პირველ, ასევე მეორე არჩევნების დროს იყო დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ბევრ უბანზე. მადლობა შსს-ს, როგორც პირველ, ასევე, მეორე ტურში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, მიუხედავად პროვოკაციებისა და ექსცესებისა მათ თავიანთი მოვალეობები, მართლაც, სანიმუშოდ შეასრულეს. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს ნდობის ასეთი ხარისხისთვის”, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები