თურქეთის საგარეო უწყება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს წარმატებულს უწოდებს-ვიმედოვნებთ, შედეგები ქართველი ხალხისთვის მომგებიანი იქნება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში საპრეზიდენტო არჩენების მეორე ტურის წარმატებით ჩატარებას მიესალმება.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოში საპრეზიდენტო არჩენების მეორე ტურის წარმატებით ჩატარებას.
ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხისთვის მომგებიანი იქნება.
გვჯერა, რომ არჩევნების შედეგები მომავალშიც ხელს შეუწყობს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები