გრიგოლ ვაშაძე: ხვალ 18:00 საათზე ფოლარმონიაში ვიკრიბებით
“ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს ელოდება,- ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ამ წუთებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ, 18:00 საათზე საკუთარ მხარდამჭერებს ხვდება. მისი თქმით, მათი გადაწყვეტილებით, ამომრჩეველს სამომავლო გეგმები უნდა გააცნონ.
“საბოლოო შედეგებს ველოდებით. პარალელურად ჩვენი შტაბი ითვლის ხმებს. ყველა ხმას დავიცავთ.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ აზრი ვკითხოთ მხარდამჭერებს და სამომავლო გეგმები გავუზიაროთ. ამიტომ ხვალ 18:00 საათზე ფოლარმონიაში ვიკრიბებით, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი უბნების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და “ძალა ერთობაშია” წევრი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდნენ.