შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გიორგი კ. ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი კ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში იმ დროს დააკავეს, როცა ის მოლარეს აყაჩაღებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოლარეს თავს დაესხა და დანის მუქარით ფული მოსთხოვა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ZVJJvdju08s&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]