„ქართული წიგნის ილუსტრაცია“ – ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ერთობლივი გამოფენა მიმდინარეობს
ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში მიმდინარეობს ერთობლივი გამოფენა „ქართული წიგნის ილუსტრაცია“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გმოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერისა და გრაფიკის ფონდებში დაცული დავით კაკაბაძის, შალვა ქიქოძის, ლადო გუდიაშვილის, სერგო ქობულაძის, ირაკლი თოიძის, თეიმურაზ ყუბანეიშვილის, ლევან ცუცქირიძის, თამარ კარბელაშვილის ილუსტრაციები და ქუთაისის დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის კოლექციიდან გულდა კალაძის, დიმიტრი ერისთავის, თენგიზ მირზაშვილის, ლადო გრიგოლიას, ლალი ზამბახიძის, ავთანდილ აბესაძის, ოთარ ქანდარიას გრაფიკული ილუსტრაციები.

გამოფენაზე მუშაობდნენ შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერისა და გრაფიკის ფონდების მთავარი კურატორი, გამოფენის კურატორი ხათუნა კიკვაძე, ფონდის ასისტენტები ქრისტინე შუკვანი და ქეთევან მამესწარაშვილი, ხელოვნების მუზეუმის რესტავრატორები მაია სეთურიძე და თეა ყველაშვილი.
გამოფენა უნესკოს ქალაქის პროექტის ფარგლებში მიმდინარე ლიტერატურულ ფორუმს მიეძღვნა.
გამოფენა 16 დეკემბერს დაიხურება.