შსს- მ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: ჯემალ გ, გაბრიელ მ, გიორგი ხ. და მინდია ბ. ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დაკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები წინასწარ შეთანხმებით ორგანიზებას უწევდნენ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ყალბი ვალუტის – აშშ-ის დოლარის კუპიურების შემოტანას შემდგომი რეალიზების მიზნით. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მფლობელობაში არსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი აშშ-ის დოლარის 49 ერთეული კუპიურა – 4900 აშშ დოლარის ოდენობით – ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=eYr0aVNHy7s&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები