საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ურეკში, 4-ბალიან შტორმში, ზღვიდან ლატვიის მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, 44 წლის ქალბატონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ:შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა,ამ წუთებში, დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი, ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია,გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს.აკრძალვა მოქმედებს 10 სექტემბრის 10:00 საათამდე”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მაშველებმა ურეკში, 4-ბალიან შტორმში, ზღვიდან ლატვიის მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს (ვიდეო)
