საქართველოს ხუთმა მოქალაქემ მილანში იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მატეოს სალვინის მშობლების სახლში ქართველებმა 14-15 აგვისტოს ღამის საათებში შეაღწიეს.
ადგილობრივმა პოლიციამ დამნაშავეები მაშინ დააკავა, როდესაც ისინი მილანის დატოვებას აპირებდნენ. კერძოდ, მათი დაკავება 27 აგვისტოს მოხდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, დამნაშავეებმა ნაქურდალი ნივთების რეალიზება მოასწრეს.