შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოს ინსპექტორებმა 1997 წელს დაბადებული, ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. თ., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქვეითმა-პატრულებმა ბრალდებული თბილისში, რუსთაველის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აზერბაიჯანის მოქალაქეს დანის მუქარით ფულს ართმევდა.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ქვეითმა პატრულებმა ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)
