ვინ იქნება “ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ჯერჯერობით უცნობია

ვინ იქნება “ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამა ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა საკრებულოს უფლებამოსილებაა და არა მერის. მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს თავმჯდომარე სიითი შემადგენლობიდან ირჩევა.
„აქედან გამომდინარე, თავმჯდომარე შეიძლება იყოს პირველი, ან მეორე ნომერი, ან სულაც მაჟორიტარული წესით არჩეული ადამიანი. ამიტომ, ეს საკითხი შემდგომ გადაწყდება, როდესაც საკრებულოს შემადგენლობა ცნობილი გახდება. ჩვენ ჯერჯერობით საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ გვყავს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები