ჰერმან ვან რომპეი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას მიესალმება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას მაღალ შეფასებას აძლევს. მისი თქმით, ევროკავშირი პატივს სცემს მრავალფეროვნებას, ყველა მოქალაქის უფლებას, მიუხედავად კანის ფერისა, სექსუალური ორიენტაციისა.
“მე მინდა ჩემი მაღალი შეფასება მივცე იმ ძალისხმევას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა განახორციელა ძალიან ამბიციურ დღის წესრიგთან დაკავშირებით ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით. ეს არ გახლავთ ტრადიციული ღირებებულები და ევროპული ღირებულებები, ეს გახლავთ საყოველთაო ადამიანური ღირებულებები”, – აღნიშნა რომპეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
რომპეის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით საქართველომ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ იგი იზიარებს ამ ღირებულობებს და მზად არის დაიცვას ისინი მოქალაქეთა სასარგებლოდ.