ნიკა გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ მივა

      სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს არ მივა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, გვარამიას პროკურატურის წარმომადგენელმა უწყება წუხელ გადასცა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პროკურატურაში დღეს, 12:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა დაგეგმილი დღის გამო, ჩვენების მიცემას ხვალ გეგმავს.
გვარამიას გუშინ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ დამატებით დაჰკითხავენ.
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ პრესკონფერენცია გამართა და ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობას და იმ ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას დაჰპირდა, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ მაღალჩინოსნებს გადაუღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები