თბილისში, მშვიდობის ხიდთან, არასრულწლოვან ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა
თბილისში, მშვიდობის ხიდთან, არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 13-14 წლის ბიჭი გზაზე გადადიოდა. უწყების ცნობით, მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დანიშნულია ექსპერტიზა. რაც შეეხება მძღოლს, ის გამოიკითხა და შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.