გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ავარიის საპირისპიროდ მოძრავი „ჰონდას“ მარკის ავტომანქანების შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მგზავრებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.