რუსთავში ბუნებრივი აირით მცირეწლოვანი და ორი ქალი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირით მცირეწლოვანი და ორი ქალბატონი მოიწამლა.
წინასწარი ინფორმაციით, 4 წლის ბავშვის, 31 და 62 წლის ქალბატონების ინტოქსიკაციის მიზეზი ოთახის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის ნამწვის საცხოვრებელ ბინაში გაჟონვა გახდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამივე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, როგორც ბავშვის, ასევე ქალბატონების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები