ქვემო ფონიჭალაში ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალაში მოძრავი ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა.
დაშავებული ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.