გუდაურში, თხილამურებით სრიალისას, საქართველოს მოქალაქე დაშავდა (ფოტო, ვიდეო)
გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზღვის დონიდან 3400 მეტრ სიმაღლეზე, თხილამურებით სრიალის დროს, საქართველოს მოქალაქე დაშავდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშავებული მოქალაქე, ყაზბეგის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილებისა და სამთო კურორტების განვითარების სააგენტოს მაშველთა ერთობლივი ღონისძიების შედეგად, გუდაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.